lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბალანიტი და ბალანოპოსთიტი
ბალანიტი მამაკაცის ასოს თავის საფარველის ანთებაა. თუ ანთებითი პროცესი ჩუჩის შიგნითა ფურცელზეც არის გადასული, საქმე გვაქვს ბალანოპოსტიტთან. ეს დაავადება მეტწილად ბავშვებში გვხვდება, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც ასოს თავი დახურულია ჩუჩით ანდა ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ბალანიტსა და ბალანოპოსთიტს თან სდევს ასოს თავის ტკივილი, ქავილი, შეწითლება და შეშუპება. არც ურეთრის შევიწროებაა გამორიცხული. ბალანიტი და ბალანოპოსთიტი შეიძლება გართულდეს - განვითარდეს მშრალი მაობლიტირებელი ბალანიტი, ფიმოზი, პარაფიმოზი და ავთვისებიანი სიმსივნეც კი. პირველადი ბალანიტის მიზეზი შეიძლება იყოს ჩუჩის კანქვეშ განვითარებული სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია და თანდაყოლილი ფიმოზი. მეორეული ბალანიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმში არსებული ინფექცია შარდსასქესო გზებით ასოს თავის საფარველსა და ჩუჩაზე ხვდება. ასეთი ინფექციებია გონორეა, ტრიქომონიაზი, სიფილისი და სხვა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალერგიული დაავადებები (ეგზემა, ჭინჭრის ციება) და სხვა.