lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბართოლინიტი
[K. Bartholin დანიელი ანატომი, (1655-1738), რომელმაც აღმოაჩინა ბართოლინის ჯირკვლები, -itis ანთება] - ბართოლინის ჯირკვლების გამომტანი სადინარების, უფრო იშვიათად თვით ჯირკვლების ანთება. იწვევს სხვადასხვა მიკრობი, უმეტესად გონოკოკი. ანთებითი შეშუპების შედეგად ჯირკვლის სადინარი იხშობა, გამოყოფილი ჩირქოვანი სეკრეტი გარეთ ვერ გამოდის და წარმოიქმნება ბართოლინის ჯირკვლის აბსცესი. დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი შორისის არეში, სხეულის ტემპერატური აწევა, საშოს შესასვლელთან შესიება.