|
ბაქტერიოლიზინები |
(მრავლ.), (ბერძნ. bakterion ჩხირი, lysis დაშლა) – ადამიანისა და ცხოველის სისხლში წარმოქმნილი ანტისხეულები, რომლებიც იწვევენ ბაქტერიების დაშლას, გახსნას. წარმოიშობიან ინფექციური დაავადების გადატანის ან ორგანიზმში ბაქტერიების ხელოვნურად შეყვანის შემდეგ. |