lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბაქტერიოტროპინები
(ბერძნ. bakterion ჩხირი, trope მობრუნება) - ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანისა და ცხოველის სისხლის შრატში ინფექციური დაავადების დროს. ბაქტერიოტროპინების მოქმედება იწვევს ბაქტერიული უჯრედების ზედაპირის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლას, რაც ხელს უწყობს ფაგოციტოზს. ბაქტერიოტროპინები სპეციფიკურად მოქმედებს. გვხვდება იმუნურ შრატებში, თერმოსტაბილურია, 30 წუთის განმავლობაში უძლებს 60 გრადუსამდე გახურებას.