(ბერძნ. bakterion ჩხირი, phagos მშთანთქმელი) – ვირუსები, რომლებიც მრავლდებიან ბაქტერიებისა და სხივისებრი სოკოების უჯრედებში და იწვევენ მათ დაშლას – ლიზისს. ეს მოვლენა პირველად შენიშნა 1898 წ. რუსმა მიკრობიოლოგმა ნ. გამალეამ. სსრკ-ში ბაქტერიოფაგის შესწავლა პირველად დაიწყო პროფ. გ. ელიავას ხელმძღვანელობით. სამკურნალო ბაქტერიოფაგებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკური, ნაწლავის ჩხირის, ლურჯ-მწვანე ჩხირის, პროტეუსის საწინააღმდეგო მიკრობთან ურთიერთქმედების სპეციფიკურობის გამო მათ ხშირად სხვადასხვა ინფექციური დაავადების სადიაგნოზოდაც იყენებენ. |