|
ბიოფსია |
(ბერძნ. bios სიცოცხლე, opsis მხედველობა) - ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპული შესწავლა პათოლოგიური პროცესის ხასიათის (ანთება, სიმსივნე) დასადგენად. ბიოფსიით ზუსტდება კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის გავრცელების საზღვრები. |