lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბლეფაროსპაზმი
(ბერძნ. blepharon ქუთუთო, spasmos კრუნჩხვა) თვალის ირგვლივი კუნთის სპაზმი ან ტონური კრუნჩხვა. კლინიკურად იგი მჟღავნდება ხშირი ელვისებური ხამხამით ან თვალის ირგვლივი კუნთის გახანგრძლივებული შეკუმშვით. ბლეფაროსპაზმი აღინიშნება თვალის მწვავე დაავადების, თვალის ტრავმის, იშვიათად ისტერიისა და ტრავმული ნევროზის დროს.