lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ბრონქოექტაზიური დაავადება
ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ბრონქების სანათურის მყარი (შეუქცევადი) ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და გაგანიერებული ბრონქის ქრონიკული ბაქტერიული ანთება. ბრონქოექტაზია შეიძლება იყოს პირველადიც - აღმოცენდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება - და მეორეულიც - ტუბერკულოზის, სიმსივნის, ფილტვის ქრონიკული აბსცესის შედეგი. ასევე, შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი ბრონქოექტაზია ბრონქების ემბრიონული განვითარების მანკის შედეგია. შეძენილი კი ვითარდება წვრილი ბრონქების სეკრეტის გამოყოფის ქრონიკული დარღვევის, ბრონქების სანათურში უცხო სხეულის მოხვედრის, გადიდებული ლიმფური ჯირკვლებისა და სიმსივნის ბრონქებზე ზეწოლის შედეგად. ამ დროს ხდება ბრონქების გაგანიერება, გაგანიერებულ ბრონქებში გროვდება ინფიცირებული სეკრეტი და ვითარდება ჩირქოვანი ანთება.