lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გაზაფხულის ფურისულა
ფურისულასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ფურისულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებითაა (სახემშვენიერა, ფილოსულა, ფურის ია, ფურის ძუძუ, ფურისვილა, ვაშლისუნა) ცნობილი, მრავალწლიანი, ტყეებსა და ტყისპირებში გავრცელებული ადრე მოყვავილე მცენარეებია. ფურისულების და მათ შორის გაზაფხულის ფურისულას ფოთლები ღეროზე მიწისპირად, ჯგუფურად (როზეტად) არის განლაგებული. გაზაფხულის ფურისულას წაგრძელებული, კვერცხისებრი ფოთლები გვერდებზე ფრთებჩავლებულყუნწიანია, ფრთები ფოთლის ფირფიტის გაგრძელებას წარმოადგენს. ყვავის აპრილ-ივნისში და უფრო ადრეც, ახასიათებს ცალ მხარეს მიმართული, თავდახრილი ყვითელი ყვავილები. გაზაფხულის ფურისულას ძალიან ჰგავს დიდჯამა ფურისულა. მათ შორის განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ დიდჯამა ფურისულას ყვავილის ჯამი უფრო გაბერილია და ფოთლის ფირფიტა უფრო თანდათანობით შევიწროებით გადადის ყუნწში. გაზაფხულის ფურისულას ფოთლის ფირფიტა კი უცბადაა შევიწროებული და ასეთნაირად გადასული ფრთიან ყუნწში. ჩვენში ფართოდაა გავრცელებული დიდჯამა ფურისულა, აფხაზურ და ტყის ფურისულებთან ერთად გაზაფხულის ფურისულა შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა. დასანანია, რომ თბილისის შემოგარენში მოსახლეობის მიერ მასობრივმა შეგროვებამ ფრიად შეამცირა ამ მცენარის მარაგი და თუ ასე გაგრძელდა მომავალშიც, დიდი საფრთხე შეექმნება ფურისულების ყველა სახეობას იმ ადგილებში, სადაც ასე უმოწყალოდ ისპობა. არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბის და გაზაფხულის ფურისულას ფოთოლი. საერთოდ მწვანე მცენარეთა სხვადასხვა სახეობების ფოთლებში 300 მგ პროცენტზე მეტი C ვიტამინი იშვიათად თუ აღინიშნება. გაზაფხულის ფურისულას ფოთლებში კი C ვიტამინის შემცველობა 700 მგ პროცენტს აღწევს, ზოგი მეცნიერი კი 600 მგ პროცენტს ასახელებს. მონაცემთა შორის ასეთი დიდი სხვაობა ალბათ C ვიტამინის განსაზღვრის ნაირგვარი მეთოდებით უნდა აიხსნას, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, რომ გაზაფხულის ფურისულას ფოთლები ძალიან მდიდარია ესოდენ საჭირო ვიტამინით. გაზაფხულის ფურისულას წყლიანი გამონაცემი და სპირტზე ნაყენი მცირედი ტოქსიკურობით ხასიათდება და ნახველის ამოღების გამაადვილებელი თვისება გააჩნია, რაც ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. გაზაფხულის ფურისულას ფესვები მედიცინაში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, განსაკუთრებით ბრონქიტის დროს. ფოთლებს სალათისა და ნაყენის სახით იყენებენ ჰიპო და ავიტამინოზის დროს. გაზაფხულის ფურისულას ფესვების წყლიან გამონაცემს ან ნახარშს (30-40 გ 1 ლ წყალზე) ამოსახველებელ საშუალებად იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-3-ჯერ მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს. ყვავილების წყლით გამონაწვლილს (20 გ 1 ლ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გ 1 ლ წყალზე) იღებენ ხველების, ბრონქიტის, სურდოს და საერთოდ ყოველგვარი გაცივებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად. მასვე სვამენ ქრონიკული კუჭაშლილობის და მიგრენის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც შარდმდენ საშუალებას. იგი ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც ითვლება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიგრენის (შაკიკის) დროს ამ გამონაწვლილის ხმარების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება. ფურისულას ფესვებს გააჩნიათ შარდმდენი (სუსტი) და ოფლისმომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და საერთოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. გაზაფხულის ფურისულას იყენებენ წყლის გამონაწვლილის სახით. 10 გ (დაახლოებით 2 სუფრის კოვზ) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღეღამის დოზა ნევროზის და უძილობის დროს), ან ერთ სუფრის კოვზ (დაახლოებით 5 გ) ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით, უმატებენ შაქარს ან თაფლს და დღეში 4-5-ჯერ იღებენ თითო სუფრის კოვზს სასუნთქი ორგანოების დაავადებისას. ჩვენი ქვეყნის ზოგ რაიონში, ინგლისსა და ჰოლანდიაში გაზაფხულის ფურისულას ფოთლები სალათის სახით უმად იჭმება. ფესვებს შემოდგომით, ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ,