lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
განგრენა
(ბერძნ. gangraina განგრენა) - ნეკროზის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ზიანდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმადმდებარე ქსოვილები, ძვლები და სახსრები. ზოგჯერ თან სდევს ჩირქოვანი ინფექცია. ვითარდება უმთავრესად სისხლძარღვთა დაავადების - ემბოლიის, ათერომატოზის, დიაბეტის, დამწვრობის, მოყინვის და სხვ. შედეგად. არჩევენ განგრენის ორ ფორმას: მშრალს და სველს.