|
გრანულომა |
[ლათ. granulum(კნინ.) პატარა მარცვალი, ბერძნ. -oma სიმსივნე] - ლოკალურად მაკროფაგების დაგროვება. დამახასიათებელია გიგანტური უჯრედების წარმოქმნა, ზოგჯერ ლიმფოციტებისა და პლაზმური უჯრედების დაგროვებაც. აღინიშნება ქრონიკული ინფექციების, მაგ., ტუბერკულოზის, სიფილისის, ბრუცელოზის და სხვ. დროს. |