|
გრანულოციტები |
(მრავლ.), [ლათ. granulum(კნინ.) პატარა მარცვალი, ბერძნ. kytos უჯრედი] - მარცვლოვანი ლეიკოციტები, სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა სპეციფიკურ მარცვლებს - გრანულებს შეიცავს. მარცვლების შეფერვის უნარის მიხედვით გრანულოციტებს ყოფენ ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. გრანულოციტებს ფაგოციტოზის უნარი აქვთ. შეუძლიათ ამებისებურად გადავიდნენ შემაერთებელ ქსოვილში და ანთებით პროცესში მიიღონ მონაწილეობა. წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში. |