lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გრიპი
(ფრანგ. gripper დაჭერა) - მეტად გავრცელებული, ძლიერ გადამდები ვირუსული დაავადება; ახასიათებს 12-48 საათიანი ინკუბაციური პერიოდი, 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა (39-40oC), მძიმე ზოგადი ინტოქსიკაცია და სასუნთქიგზების ლორწოვანი გარსის ანთება. იწყება მწვავედ, შემცივნებით, ძლიერი თავის ტკივილით, კუნთებსა და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით, რასაც მოსდებს (1-2 დღის შემდეგ) სურდო და მშრალი ხველა. ვითარდება თვალის, ცხვირ–ხახის, სასულისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. იშვიათად სურდო–ხველა წინ უსწრებს ცხელებასა და ზოგად ინტოქსიკაციას. მე–3–5 დღეს ტემპერატურა ეცემა, ინტოქსიკაცია მცირდება, მაგრამ სისუსტე, შრომისუუნარობა, ზოგჯერ სუბფებრილური ტემპერატურა 1–2 კვირას და მეტ ხანსაც გრძელდება. ხშირად გრიპს დაერთვის გართულებები (ფილტვების, შუა ყურის, შუბლისა და ჰაიმორის ღრუების ანთება, ანგინა, მენინგოენცეფალიტი, ტვინის ტოქსიკური შეშუპება, ფილტვების ჰემორაგიული შეშუპება, ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი და სხვ.).