lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს. თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც. გულის უკმარისობის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინებს: გულის ნაკლოვანება ან გულის დეკომპენსაცია. ეს მდგომარეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. მისი გავრცელების მაჩვენებელი ასაკთან ერთად იზრდება. 75 წელს გადაცილებულ პირებს შორის გულის უკმარისობა 10%-ზე მეტს აქვს.