|
დაკრიოცისტიტი |
(ბერძნ. dakryon ცრემლი, kystis ბუშტი, -itis ანთება) - საცრემლე პარკის ანთება. იწვევს ცხვირ-ცრემლის არხის შევიწროება (რაც ხშირად ცხვირის ღრუს მწვავე ან ქრონიკული ანთების შედეგია) და საცრემლე პარკში ცრემლის დაგუბება. ახასიათებს ძლიერი ცრემლდენა და ჩირქდენა. ზოგჯერ საცრემლე პარკი შებერილია, თითის დაჭერისას საცრემლე წერლტილებიდან გამოიყოფა სერიოზული ან ჩირქოვანი გამონადენი. თუ ანთებითი პროცესი საცრემლე პარკის ირგვლივ ქსოვილებზზეც გავრცელდა, შეიძლება გავრცელდეს ფლეგმონა. |