|
დელირიუმ ტრემენსი |
[ლათ. delirium სიგიჟე, აკანკალებული (აწმყ. მიმღ. ლათ. ზმნ., tremens ვკანკალებ)] - ალკოჰოლური ფსიქოზის სახე, "თეთრი ცხელება", რომელიც უვითარდება ქრონიკულ ალკოჰოლიკებს (უფრო ხშირად ღამით). ახასიათებს უძილობა, მხედველობითი ხასიათის შემზარავი ჰალუცინაციებით. ფსიქოზი მიმდინარეობს აგზნებით, შიშით, სხეულის საერთო კანკალით, ხშირად ტემპერატური აწევით, გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა. |