დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება. ხშირად დაავადება პროგრესირებს, თან სდევს სოციალური დეზადაპტაცია და შესაძლოა, დაინვალიდებაც გამოიწვიოს. დემენცია უპირატესად ასაკოვან პირებს შორის არის გავრცელებული. არსებობს დემენციის რამდენიმე კლასიფიკაცია. უნდა ითქვას, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა თავისი არსით წარმოადგენს არა დამოუ¬კიდებელ დაავადებას, არამედ სხვა დაავადების სიმპტომს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ: |