|
დემოდეკოზი |
დემოდეკოზი დაავადებაა, რომელსაც პირობითპათოგენური ტკიპა დემოდექსი იწვევს. პარაზიტი ხშირად ლოკალიზდება ქუთუთოებსა და სახის კანზე და იწვევს თვალის სპეციფიკურ დაავადებას - დემოდეკოზურ ბლეფარიტსა და ბლეფაროკონიუნქტივიტს. დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. |