[ბერძნ. derma (ნათ.dermatos) კანი, -itis ანთება] - კანის ანთება, რომელსაც იწვევს გარემოს სხვადასხვა აგენტის უშუალო მოქმედება. დერმატიტის გამომწვევი ზოგიერთი გამღიზიანებლის (ძლიერი მჟავების, ტუტეების, მაღალი და დაბალი ტემპერატურისა და სხვ.) ზემოქმედებით დაავადება შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს, ზოგიერთი კი მხოლოდ იმ პორებზე მოქმედებს რომელთაც მომატებული მგრძნობიარობა აქვთ ამ გამღიზიანებლისადმი (ე.წ. ალერგიული დერმატიტი). არსებობს დერმატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე დერმატიტს ახასიათებს კანის სიწითლე და შეშუპება, წვის, ჩხვლეტის, ზოგჯერ ტკივილის ან ქავილის შეგრძნება. გაწითლებულ კანზე შეიძლება წარმოიქმნეს ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდება და ნაჭდებევს ტოვებს; უფრო იშვიათია კანის დაწყლულება ან ნეკროზი. ქრონიკულ დერმატიტს, რომელიც შედარებით სუსტი გამაღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ვითარდება, ახასიათებს კანის მოლურჯო შეფერილობა და რქოვანათა შრის შესქელება. გამაღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დერმატიტი მალე ქრება. |