|
დერმატომიოზიტი |
[ბერძნ. derma (ნათ.dermatos) კანი, mys(ნათ.myos) კუნტი, -itis ანთება] - ორგანიზმის საერთო დაავადება, რომლის დროსაც უმეტესად ზიანდება კანი, კუნთები და ნერვები. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. დერმატომიოზიტი სხვადასხვაგვარად ვლინდება; უფრო ხშირია კუნთების ტკივილი, მათი ცალკეული ჯგუფის დაჭიმულობა, განსაკუთრებით მოძრაობის დროს, კანის ზოგიერთი უბნის შეწითლება (უმეტესად სახის არეში), აქერცვლა, კანის სისხლძარღვთა გაფართოება და სხვ. |