დიარეა (ფაღარათი) გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას - დღე-ღამეში 2-3-ზე მეტ დეფეკაციას თხიერი ან ფაფისმაგვარი განავლით. ფაღარათის დროს განავლოვანი მასის მოცულობა დღე-ღამეში აღემატება 200 მლ-ს და მასში წყლის შემცველობა 85-95%-მდე იზრდება. თუFფაღარათი 2-3 კვირას გაგრძელდა, ლაპარაკობენ მწვავე ფაღარათის სინდრომზე, ხოლო თუ კიდევ უფრო გახანგრძლივდა - ქრონიკულ ფაღარათზე. დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს, მიკროორგანიზმთაგან ყველაზე ხშირად - ბაქტერია Eსცჰერიცჰია ცოლი და სალმონელა, რომლებიც დაბინძურებულ საკვებსა და წყალში ბინადრობენ. ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დიარეა უფრო ხშირად ემართებათ ტურისტებს, რომლებიც ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობენ, ამიტომ მას მოგზაურთა ფაღარათსაც უწოდებენ. გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), საფაღარათო საშუალების, ალკოჰოლის, ცხარე საკვებისა და დიდი ოდენობით ხილის მიღება. ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის - საჭმლის მონელებას. ადამიანს ბაქტერიული ან ვირუსული ბუნების დიარეა შესაძლოა ჰიგიენის დაუცველობის გამო დაემართოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხელების სისუფთავეს. |