|
დიასტოლა |
(ბერძნ.) გაგანიერება - გულის წინაგულების ან პარკუჭების მოდუნება, რომელიც მოსდევს მის შეკუმშვას - სისტოლას. სისტოლისა და დიასტოლის თანმიმდევრული მონაცვლეობა გულის მოქმედების ციკლია. ადამიანის გულის ნორმალური რიტმი (წთ-ში 75) დროს წინა გულების დიასტოლის ხანგრძლივობაა 0,7 წმ., პარკუჭისა – 0,5 წმ. |