lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
დიზართრია
(ბერძნ. dys- ცუდი, ძნელი, arthroo ვანაწევრებ) - დამანაწევრებელი მეტყველების უნარის დარღვევა, ცალკეული სიტყვის, მარცვლისა და ბგერის (განსაკუთრებით თანხმოვნის) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა. ვითარდება თვის ტვინის სხვადასხვა დაზიანების ან მბგერავი იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგად. აგრეთვე "კურდღლის ტუჩის", "მგლის ხახის", უკბილობის და სხვ. შემთხვევაში.