|
დიპლოპია |
[ბერძნ. diploos ორმაგი,ops (ნათ.opos) თვალი] - მხედველობის გაორება, საგნების გაორებულად დანახვა. უმეტესად იწვევს თვალის მამოძრავებელი ერთ-–ერთი კუნთის პარეზი ან დამბლა. დიპლოპიის დროს დარღვეულია ბინოკულარული მხედველობა. დიპლოპიას, როგორც თვალის მამოძრავებელი კუნთის დამბლის ერთ-ერთ ნიშანს, სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ზოგიერთი სხვა დაავადების (ენცეფალიტის, ტვინში სისხლის ჩაქცევისა და სხვ.) დასადგენედაც. |