|
დისემინაცია, განთესვა |
[ლათ. ზმნ., dissemino(სუპინ.disseminatum) ვფანტავ, ვავრცელებ] - ინფექციური და იზოლირებული კერიდან დაავადების გამომწვევის ან ძირითადი კვანძიდან სიმსივნური უჯრედების გავრცელება ორგანოსა ან მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის საშუალებით. დესემინაციას, ჩვეულებრივ მოყვება პათოგენური პროცესის გენერალიზაცია - მთელ ორგანიზმში ახალი, ხშირად მრავალრიცხოვანი კერების – მეტასტაზების განვითარება. |