|
დოზა |
(ბერძნ.) ჯერი, ულუფა - 1. სამკურნალო პრეპარატის დოზა - ერთ ჯერზე ან ერთ დღე-ღამეში მისაღები წამლის განსაზღვრული რაოდენობა. დოზა განისაზღვრება გრამობით, სანტი-, მილი- და მიკროგრამობით. თხევადი წამლისა - მილილიტრობით, აგრეთვე კოვზით და წვეთობით; ანტიბიოტიკების, ზოგიერთი ჰორმონუნული პრეპარატისა და ვიტამინების დოზას ადგენენ აგრეთვე მოქმედების (მე), საერთაშორისო(სე) და ინტერნაციონალური (იე) ერთეულებით; 2. რისამე გარკვეული რაოდენობა; 3. ნარევის შემადგენელი ნივთიერების ზუსტი ზომა. |