|
ენდოკრინოლოგია |
(ბერძნ. endon შიგნით, krino გამოვყოფ, logos მოძღვრება) – მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებასა და ფუნქციაზე; შეისწავლის მათ მიერ გამომუშავებული სპეციფიკური პროდუქტების – ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. |