|
ენტერობიოზი |
ენტერობიოზი ნაწლავთა დაავადებაა, რომელსაც ნემატოდების კლასის კუდმახვილა ჭია ენტერობიუსი იწვევს. ენტერობიოზი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით - ბავშვებში, თუმცა არცთუ იშვიათად მოზრდილებშიც გვხვდება. ინვაზიის წყაროა ადამიანი. ლოკალიზდება თეძოსა და ბრმა ნაწლავის სეგმენტებში. გადაეცემა უშუალო კონტაქტით, დაბინძურებული ხელებით, ყოველგვარი ნივთით და რასაკვირველია, დაბინძურებული საკვებით. მიმღებლობა ძალზე მაღალია. |