|
ეოზინოფილია |
[გვიანდ. ლათ. eosinum (ბერძნ.eosაისი) ეოზინი, ბერძნ. phileo სიყვარული] – ეოზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში (5–6%–ზე მეტი). ეოზინოფილია ორგანიზმის თავისებური რეაქციაა, რომელიც ვითარდება სისხლში უცხო ცილების პროდუქტების მოხვედრის საპასუხოდ. გვხვდება ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმის, შრატისმიერი დაავადების, თივისმიერი ცხელებისა და სხვ.), ჰელმინთოზების ლიმფოგრანულომატოზის და სხვ. დროს; აღინიშნება აგრეთვე პენიცილინით, სტრეპტომიცინითა და ღვიძლის პრეპერატების მკურნალობის შემთხვევაში. |