|
ეოზინოფილი |
[გვიანდ. ლათ. eosinum (ბერძნ.eos აისი) ეოზინი, ბერძნ. phileo მიყვარს,] – სისხლის თეთრი ბურთულების – ლეიკოციტების ერთ-ერთი სახე, აქვს სეგმენტირებული ბირთვი და ციტოპლაზმაში გაბნეული მცირე მარცვლები, რომლებიც იღებება მჟავე საღებავებით (ეოზინით). ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ეოზინოფილები ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 2–4%-ს შეადგენს. |