|
ეპიდერმოფიტია |
(ბერძნ.epidermis იხ. ეპიდერმისი, phyton მცენარე) – ადამიანის კანის დაავადება, რომელსაც იწვევს ეპიდერმოფიტების გვარის სხვადასხვა სახეობის სოკო. არსებობს ნაოჭების ანუ საზარდულის და ტერფების ეპიდერმოფიტია. პროფილაქტიკა: პირადი ჰიგიენის დაცვა, ოფლიანობის მკურნალობა, საცურაო აუზების, აბანოებისა და საშხაპეების სანიტარული მდგომარეობის კონტროლი. |