|
ერითრობლასტი |
(ბერძნ.erythros წითელი, blastos ღივი) – ბირთვიანი ერითროციტი, ერითროიდული რიგის დედა უჯრედი, რომელიც ნორმალურ პირობებში მხოლოდ ძვლის ტვინში გვხვდება, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის (ანემიის ზოგიერთი ფორმის, ლეიკოზის) დროს კი სისხლში ცირკულირებს. |