|
ერითრომიელოზი მწვავე |
(ბერძნ.erythros წითელი, myelos ძვლის ტვინი) – მწვავე ლეიკოზის იშვიათი ფორმაა. ახასიათებს ანემიური სინდრომი და პერიფერიულ სისხლში წითელი სისხლის ბირთვოვანი ელემენტების სიჭარბე, აღინიშნება ლეიკო– და თრომბოციტოპენია. ძვლის ტვინში მკვეთრად მომატებულია წითელი შტო და ტიპური ბლასტური უჯრედები. |