lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ვაგინიზმი
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება. ექიმები ვაგინიზმისგან განასხვავებენ კოიტოფობიასა (სქესობრივი აქტის შიშს) და ვაგინიზმის მსგავს დარღვევებს (ისინი აბორტის ან ტრავმის შემდეგ ვითარდება). ვაგინიზმიც, კოიტოფობიაც და ვაგინიზმის მსგავსი დარღვევებიც კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ვაგინიზმი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ქალს და სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს. განასხვავებენ მის სამ ხარისხს. I ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანისას; II ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს (ინსტრუმენტის) შეხებისთანავე; III ხარისხის ვაგინიზმი - რეაქცია იწყება სქესობრივ აქტზე ან გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე გაფიქრებისთანავე. ვაგინიზმით დაავადებულთა უმრავლესობას არ ახასიათებს ფრიგიდულობა (სქესობრივი გულგრილობა).