lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება მეტად გავრცელებული დაავადებაა. სხვადასხვა დროს მას უწოდებდნენ ზედა სასუნთქი გზების კატარს, მწვავე რესპირატორულ დაავადებას, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს: ვირუსმა (გრიპის,  პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტეროვირუსმა); ბაქტერიამ (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა); მიკოპლაზმამ. დაავადების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაცივება. სიმპტომები და მიმდინარეობა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით. ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებით დაავადებას ახასიათებს კატარული ნიშნებიც, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების ამა თუ იმ ორგანოს უპირატეს დაზიანებაზეა დამოკიდებული.