|
იატროგენია |
(ბერძნ. iatros ექიმი, genes წარმოშობილი) - ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ ავადმყოფის გასინჯვისას დაუკვირვებლად გამოთქმული აზრის შედეგად განვითარებული ფსიქოგენური რეაქცია. ვითარდება ჰიპოქონდრიული მდგომარეობა (არაიშვიათად დეპრესია), შიში მოურჩენელი ავადმყოფობის მიმართ. |