(ნეოლოგ.ფრანგ.isolation განცალკავება, იზოლატორში მოთავსება) – 1.ცალკე გამოყოფა, გამიჯვნა; 2.გარემოსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალების მოსპობა– გადამდები სნეულებით დაავადებულის ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირის გამოცალკავება ინფექციის გავრცელების ასაცილებლად. არსებობს ავადმყოფის იზოლაციის ორი ფორმა: ჰოსპიტალიზაცია ანუ საავადმყოფოში მოთავსება და იზოლაცია ბინაზე. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ტარდება ბინის საბოლოო დეზინფექცია, ხოლო ბინაზე ავადმყოფის იზოლაციის დროს მიმდინარე დეზინფექცია და სხვა აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. |