|
იშიასი |
[ბერძნ. ischias ბარძაყის, ischias (nosos) ტკივილი ბარძაყის მიდამოში] – საჯდომი ნერვის ნევრალგია ან ანთება (ნევრიტი). ახასიათებს საჯდომი ნერვის გასწვრივ შეტევითი, ხან მუდმივი ხასიათის ტკივილი. ვითარდება გაციების, ტრამვის, ინტოქსიკაციის, ხერხემლის მალების დაავადების შედეგად. |