|
კალორია |
(ლათ.calor სითბო) – სითბოს რაოდენობის სისტემის გარეშე ერთეული. კალორიასთან (მცირე კალორია) ერთად გავრცელებულია კილოკალორია (დიდი კალორია); 1 კკალ. = 1000 კალ. მცირე კალორია სითბოს ის რაოდენობაა რომელიც საჭიროა 1გრამი წყლის გასათბობად 1oC (1კალ 4,1868 ჯოულის ტოლია). |