lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კონვერგენცია
[ლათ. convergenes (ნათ.convergentis) რაიმეს თანმხვედრი] – 1. დაახლოება, ერთ წერტილში შეყრა, მაგ. ა) თვალების მხედველობითი ღერძების შეხვედრა ახლომდებარე საგნის ცქერისას, ბ) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სხვადასხვა აფერენტული ბოჭკოთი გადმოსული იმპულსების თავმოყრა (კონვერგირება) ერთსა და იმავე შუამდებარე და ეფექტორულ ნეირონებთან (ჩ. შერინგტონის მიერ დადგენილი კონვერგენციის პრინციპი); 2. რაიმე ნიშანთვისებათა დამთხვევა ერთმანეთისგან დსამოუკიდებელ მოვლენებში; 3. სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებში სხეულის აგებულების ან ფუნქციის მსგავსება, რაც განპირობებულია ამ ფორმების არა საერთო წარმოშობით, არამედ მათი შეგუებით სიცოცხლის შედარებით ერთგვარ პირობებთან.