lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიკოზი მწვავე
დაავადების დასაწყისი პერიოდი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან საერთო სისუსტით, სუბფებრილური ტემპერატურით, ძვლებისა და სახსრების ტკივილით, ზოგჯერ დაავადება იწყება გრიპის ან სეფსისური მოვლენებით. მწვავე ლეიკოზის დროს სისხლის ანალიზში ყურადღებას იქცევს ჰემოგლობინის, ერითროციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ლეიკოგრამაში – ბლასტური უჯრედების არსებობა. გადამწყვეტი სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს ძვლის ტვინის პუნქტატის შესწავლას. მიელოგრამაში აღსანიშნავია ბლასტური უჯრედების არსებობა. დამახასიათებელია ძვლის ტვინის წითელი შტოს მკვეთრი შემცირება და მეგაკარიოციტოპენია. მწვავე ლეიკოზი იყოფა: მიელობლასტურ, მონობლასტურ, მიელომონობლასტურ, პრომიელოციტურ, ერითრომიელოზურ, ლიმფობლასტურ, პლაზმობლასტურ, მაგაკარიობლასტურ და ლეიკოზის მცირე პროცენტულ ფორმებად. მწვავე ლეიკოზის ის ფორმები, რომელთა იდენტიფიკაცია ციტოქიმიური თვისებების მიხედვით ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება გაერთიანებულია ე.წ. "არადიფერენცირებული ლეიკოზიების" სახელწოდებით.