lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიკოპოეზი
(ბერძნ.leukos თეთრი, poieo წარმოვქმნი)– სისხლის თეთრი სხეულაკების – ლეიკოციტების წარმოქმნის პროცესი. ლეიკოპოეზის სტადიებია გრანულოციტებისთვის: მიელობლასტი, პრომიელოციტი, მიელოციტი, მეტამიელოციტი. მიელობლასტის მომწიფებისას წარმოიქმნება ნეიტროფილური, ეოზინოფილური და ბაზოფილური მიელოციტები, შემდგომ კი – შესაბამისი გრანულოციტები; აგრანულოციტებისთვის: მონობლასტი, პრომონოციტი, მონოციტი და ლიმფობლასტი, პროლიმფოციტი, ლიმფოციტი.