lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიკოციტი
(ბერძნ. leukos თეთრი, kytos უჯრედი)– სისხლის თეთრი სხეულაკი. ადამიანის სისხლი შეიცავს 4,0 –8,8∙109/ ლ ლეიკოციტს. ლეიკოციტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა სისხლსა და ქსოვილებში შეჭრილი მიკროორგანიზმებისაგან. ლეიკოციტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მარცვლოვან, ანუ გრანულოციტებად და უმარცვლო, ანუ აგრანულოციტებად. გრანულოციტები, თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად: ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. აგრანულოციტებს ეკუთვნის მონოციტები და ლიმფოციტები.