|
ლიპიდები |
(მრავლ.),(ბერძნ. lopos ცხიმი) – ქიმიური სტრუქტურითა და ორგანიზმში თავისი ფიზიოლოგიური როლით განსხვავებული, მაგრამ ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით (წყალში არ იხსნება, კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში) მსგავსი ორგანული ნივთიერებანი. მათ ეკუთვნის: მარტივი ლიპიდები (ნეიტრალური ცხიმები), რთული ლიპიდები (ფოსფოლიპიდები, გლიკოლიპიდები), ლიპიდების წარმოებულნი (სტერინები, სტეროიდები E, D და K ვიტამინები და სხვ.) |