lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მენინგიტი
[ბერძნ. meninx (ნათ. meningos) ტვინის გარსი, -itis ანთება]  – თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ტვინის რბილი გარსის ანთებას უწოდებენ ლეპტომენინგიტს, მაგარი გარსის ანთებას – პაქიმენინგიტს. შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის მიკრობაქტერიებმა, პნევმიკოკებმა, სტრეპტოკოკებმა, სტაფილოკოკებმა, მენინგოკოკებმა და სხვ. ახასიათებს შემაწუხებელი თავის ტკივილი, ღებინება , ტემპერატურის მომატება, კისრის კუნთების რიგიდობა, კიდურთა კონტრაქტურა, კრუნჩხვები, პარეზები და სხვ. კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები დადებითია. თავ–ზურგტვინის სითხის ხასიათის მიხედვით მენინგიტი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი, ჰემორაგიული.