(ბერძნ. myelos ძვლის ტვინი) – სიმსივნურ-ჰიპერპლაზიური ტიპის სისტემური დაავადება. ახასიათებს ჩონჩხის ძვლების დაზიანება და ძვლის ტვინში მიელომური (პლაზმური) უჯრედების პროლიფერაცია (15–70%).დაავადების ერთ-ერთი ხშირი ნიშანია ინტერმისიული ხასიათის ტემპერატურა ოფლის გარეშე. აღინიშნება ცვლილებები თირკმელების მხრივ, რაც გამოიხატება პროტეინურიით ექსტრარენული სიმპტომების (შეშუპების, ჰიპერტონიის) გარაშეც სიცოსხლის საშ. ხანგრძლივობაა 2-4 წელი. ავადმყოფის სიკვდილის ძირითადი მიზეზებია ზოგადი კახექსია, ანემია, ჰემორაგიული დიათეზი, ურემია. |