[ბერძნ.neuron ნერვი, astheneia (asthenia) სისუსტე] – ნევროზის ერთ–ერთი ფორმა, ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, მეტისმეტი გადაღლის, დაუძლურების ან ნერვული სისტემის ხანგრძლივი და ძლიერი დაძაბვის შედეგად; მისი ძირითადი თავისებურებაა ე.წ. გაღიზიანებათა სისუსტე: სრულიად უმნიშვნელო ფაქტის გამო ძლიერი აფექტური აგზნება, რაც სწრაფად ქრება და ხშირად გადადის გუნებ-განწყობილების მკვეთრ დაქვეითებაში. დამახასიათებელია სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, უფრო ხშირად სიმძიმის შემოჭერის (ე.წ. ნევრასთენით შეპყრობილთა მუზარადი) შეგრძნება თავში, ცუდი ძილი და სხვ. |