|
ნეკრობიოზი |
(ბერძნ. nekros მკვდარი, bios სიცოცხლე) – უჯრადის ან ქსოვილის თანდათანობითი სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევით; ნეკროზისგან განსხვავებით ნეკრობიოზური პროცესი არ იწვევს უჯრედის აუცილებელ სიკვდილს. ამ პროცესის გამომწვევი პირობების შეწყვეტის შედეგად შეიძლება უჯრედი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. |