lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ოლიგოფრენია
(ბერძნ. oligos მცირე, ცოტა, phren ჭკუა) - თანდაყოლილი ჭკუასუსტობა, ფსიქიკური ფუნქციების (განსაკუთრებით ინტელექტის) განუვითარებლობა. ოლიგოფრენიის მიზეზი შეიძლება იყოს მავნე ფაქტორების ზემოქმედება ნაყოფზე, მექანიკური დაზიანება მშობიარობის დროს ან რაიმე ინფექციურ-ინტოქსიკაციური დაავადება ადრეულ ბავშვობის ასაკში. არჩევენ სამი სახის ოლიგოფენიას: იდიოტიას, იმბეცილობასა და დებილობას.