|
ოტოსკლეროზი |
[ბერძნ. us (ნათ. otos) ყური, skleros მაგარი] - ჩვეულებრივ, ორივე ყურის არაანთებითი დაავადება. უფრო ხშირია ქალებში. ახასიათებს ლაბირინთის აპკისებრი ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთის გაძვალება, მეტწილად ოვალური ხვრელის მიდამოში, თან სდევს უზანგის ანკილოზი, დაავადება მიმდინარეობს სმენის პროგრესირებადი დაქვეითებით, რასაც მოხუცებულობაში შეიძლება მოჰყვეს სრული სიყრუე. |